ფეხბურთი

12:24 | 8.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გირასი: „ახლა საქმე სხვაგვარად იქნება, რადგან პლეი-ოფის მატჩია“

დორტმუნდის „ბორუსიის" თავდამსხმელმა სერუ გირასიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მეოთხედფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც „ყვითლები“ „ბარსელონას“ შეხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ტურნირის მიმდინარე სეზონში ერთმანეთს უკვე დაუპირისპირდნენ. საერთო ეტაპის მატჩი კატალონიელებმა მოიგეს (3:2).

„ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩი მთლიანობაში წარმოუდგენელი იყო. შედეგი არც თუ ისე კარგი გახლდათ, მაგრამ ახლა განსხვავებულად იქნება, რადგან პლეი-ოფის მატჩია. ორივე გუნდი სხვაგვარად იმოქმედებს.

კარგი იყო მაშინ „ბარსელონას“ რომ გავუტანე. ისინი მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულში არიან. თუმცა ყველა გოლი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე", - ციტირებს Barca Times-ს გირასის სიტყვებს სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი „ბარსელონასა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის ოთხშაბათს, 9 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131862