კალათბურთი

0:25 | 8.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ტრევიზო“ 80:74 დაამარცხა, მატჩის MVP კი ქართველი კალათბურთელი იყო.

შენგელიამ 35 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 21 ქულა, 11 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა. თორნიკემ 9-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

„ვირტუს ბოლონია“ სერია A-ში 18 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, „ბრეშას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061117