ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელის აზრით, „რეალთან“ დაპირისპირება „არსენალისთვის“ ისტორიის დასაწერად შესანიშნავი შანსია.
„მადრიდის „რეალს“ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, ვიცით საფრთხეები, რომელთა წინაშე ვდგავართ და ვიცით, ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში რა აქვს გაკეთებული. „რეალის“ არის კლუბი, რომელმაც ამ ტურნირის ისტორიაში ახალი სტანდარტები დააწესა, ეს კლუბი ბევრი კლუბისთვის და მწვრთნელისთვის შთაგონების წყაროა.
ანჩელოტი ჩემთვის შთაგონების წყაროა, მან სიმშვიდის გადმოცემით მოახერხა ყველაფრის მოგება ბევრ ქვეყანაში, რაც ძალიან რთულია იმ გარემოში, სადაც ამხელა ზეწოლაა. უბრალოდ უნდა მოუსმინოთ ფეხბურთელების საუბრებს მასზე, რათა გაიგოთ როგორი პიროვნებაა.
მჯერა ჩემი გუნდის, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ. როდესაც ასეთ მატჩებს ვთამაშობთ, ეს არის დიდი შანსი, რომ დავწეროთ ისტორია და გვჭირდება ჩვენი ფანები, რომ ფანტასტიკური ატმოსფერო შევქმნათ. ეს არის შესაძლებლობა ისტორიის დასაწერად ჩვენს ხალხთან ერთად“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „რეალის“ მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.