ფეხბურთი

17:18 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ონანა: "ლიონი კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ მათზე უკეთესები ვართ"

ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი მიქაუტაძეს "ლიონი" მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი მატჩი კი, საფრანგეთში 10 აპრილს გაიმართება. სწორედ ამ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი "წითელი ეშმაკების" მეკარემ ადრე ონანამ გააკეთა, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"100%-ით კონცენტრირებულები ვართ, ჩვენ საფრანგეთში გამარჯვებულის მენტალიტეტით მივდივართ. ყველამ ვიცით ამ თამაშის მნიშვნელობა, ეს არ არის ჩვენი გუნდის საუკეთესო სეზონი, მაგრამ გვაქვს შანსი სეზონი ტიტულის გარეშე არ დავასრულოთ."

"ლიონი კარგი გუნდია, რამდენიმე ფეხბურთელს პირადადაც ვიცნობ. ვფიქრობ კონცენტრაცია არა ლიონზე, არამედ ჩვენს თავებზე უნდა გავაკეთოთ და ვიფიქროთ, თუ რისი გაკეთება გვინდა. დარწმუნებული ვარ, რომ მათზე უკეთესი გუნდი გვყავს და საფრანგეთიდან გამარჯვებულები დავბრუნდებით." - განაცხადა ონანამ.

შეგახსენებთ, რომ "ლიონისა" და მანჩესტერ "იუნაიტედის" პირველი შეხვედრა 10 აპრილს საფრანგეთში გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩი 17 აპრილს არის ჩანიშნული. ამ წყვილში გამარჯვებული კი, ნახევარფინალში "რეინჯერსსა" და "ატლეტიკის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075827