ფეხბურთი

16:42 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"პარმას" ყოფილი ფეხბურთელი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

კოლუმბიის ნაკრებისა და „პარმას“ ყოფილი ფეხბურთელი ხორხე ბოლანო 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ვეტერანი ფეხბურთელი გულის შეტევამ იმსხვერპლა.

ბოლანომ 1995-2003 წლებში კოლუმბიის ნაკრებში 36 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მას „ატლეტიკო ჟუნიორში“, „პარმაში“, „სამპდორიაში“, „ლეჩეში“, „მოდენასა“ და „კუკუტა დეპორტივოში“ უთამაშია.

„პარმას“ რიგებში ბოლანომ 1999 წელს იტალიის სუპერთასი და 2001 წელს იტალიის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063591