ფეხბურთი

16:33 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

Anfield Watch: "მამარდაშვილმა აჩვენა, რომ "ლივერპულში" სათამაშოდ მზადაა"

ესპანეთის ლა ლიგის 30-ე ტურში "ვალენსიამ" "ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალი" 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. "ღამურების" ამ გამარჯვებაში კი, დიდი როლი გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშმა იქონია, რომელმაც ვინისიუს პენალტი აუღო და ჯამში 8 მოგერიება ჰქონდა, რითაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ ინგლისელებს, დღეს გამოცემა Anfield Watch-მა გიორგიზე დაწერა, მათი თქმით ქართველი მეკარე "ლივერპულში" სათამაშოდ მზადაა.

"მამარდაშვილის ტრანსფერი "ლივერპულში" ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა, მართალია ის მსოფლიოს ერთ-ერთი პერსპექტიული მეკარეა, მაგრამ არსებობდა ეჭვი, თუ რამდენად გაუწევდა კონკურენციას ალისონს."

"მამარდაშვილმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა "რეალის" წინააღმდეგ, აუღო პენალტი ვინისუსს და 50 ევროც მოუგო. ეს ყველაფერი კი, იმაზე მეტყველებს, რომ ქართველი კონკურენციისთვის მზადაა და დიდი შანსი აქვს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის." -წერს მერსესაიდული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილი გასული წლის ზაფხულში 29 მილიონ გირვანქად შეიძინა და იჯარის წესით 1 წლით "ვალენსიაში" დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069513