ფეხბურთი

15:39 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკმა მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

"ლივერპულის" 33 წლის ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა, მის მომავალთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელის თქმით, "ლივერპულთან ახალ კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

"ჩვენ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საგრძნობი წინსვლა გვაქვს, იმედი მაქვს ყველაფერი მალე დასრულდება. მე მიყვარს ეს კლუბი და გულშემატკივრები." - განაცხადა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, რომ ვან დეიკს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები, რომ ნიდერლანდელი ზაფხულში ადგილსამყოფელს შეიცვლიდა.

ვან დეიკი "ლივერპულში" 2018 წლიდან თამაშობს, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 43 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.063132