ფეხბურთი

14:29 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

sofascore-მა და Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში "პარი სენ-ჟერმენმა" საკუთარ მოედანზე "ანჟერი" 1:0 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონობა მოიპოვა.

გამარჯვების გოლი 55-ე წუთზე თავური დარტყმით დეზირ დუემ გაიტანა, საგოლე პასის ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა შემტევმა მარცხენა ფლანგიდან იდეალურად ჩააწოდა საჯარიმოში, მერე კი, დუეს ისღა დარჩენოდა, გაეტანა.

სტატისტიკის საიტებმა sofascore-მა და Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩიეს და ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანეს. Sofascore-ის ვერსიით კვარამ 8.7 შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა, ხოლო Whoscored-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში 8.45-ით შეაფასა.





შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, მის აქტივში 10 მატჩი, 2 გოლი და 3 ასისტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.067019