ფეხბურთი

10:25 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბერნანდესკისა და მესის ლამაზი გოლები MLS-ში (+VIDEO)

MLS-ში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც "ინტერ მაიამი" საკუთარ მოედანზე "ტორონტოს" დაუზავდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ორივე გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გავიდა. ჯერ სტუმართა მხრიდან, ფედერიკო ბერნანდესკიმ გაიტანა ლამაზი გოლი, ხოლო მალევე მას "მაიამის" მხრიდან ლიონელ მესიმ შორეული დარტყმით უპასუხა. მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

"ინტერ მაიამის" 14 ქულა აქვს და გათამაშებაში მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო "ტორონტო" 3 ქულით ბოლოს წინა მე-14 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065057
სარეკლამო ადგილი - 99
X x X