სხვა

9:37 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

დანიელ კორმიე: "ყველა ფსონს დავდებ, რომ ისლამ მახაჩევის შემდეგი მეტოქე, ეს მებრძოლი იქნება"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა დანიელ კორმიემ მსუბუქ დივიზიონში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და ასევე კომენტარი ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზეც გააკეთა. მისი აზრით ილიას საჩემპიონო ჩხუბს იმსახურებს, მაგრამ ისლამის შემდეგი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება.

"მსუბუქ დივიზიონში საქმე რთულადაა და რეალურად საჩემპიონო ჩხუბს ერთდროულად რამდენიმე მებრძოლი იმსახურებს. ვფიქრობ ილიასა და ისლამის ჩხუბს აზრი ნამდვილად აქვს, რადგან მახაჩევს ამჟამად გამოკვეთილი კონტენდერი არ ჰყავს, თავის მხრივ კი, ილია შესანიშნავ სვლაზეა, მან დაანოკაუტა ისეთი მებრძოლები, როგორებიც ალექსანდერ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოვეია."

"მიუხედავად ამ ყველაფრისა, მჯერა ისლამის შემდეგი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება. მე, რომ ისლამ მახაჩევის ადგილას ვიყო სწორედ ამ ბრძოლას მოვითხოვდი, რადგან ეს მისთვისაც ახალი იქნება. ყველა ფსონს ჩამოვალ, რომ ისლამის შემდეგი მეტოქე, სწორედ ჯასტინ გეიჯი იქნება."

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი თავისი ნებით დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა. როგორც "ლეგენდა" ამბობს, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ UFC-ი ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა.

ცნობისთვის, უკვე არაერთმა ცნობილმა MMA-ს ექსპერტმა განაცხადა, რომ ჯასტინ გეიჯი იქნება ისლამ მახაჩევის შემდეგი მეტოქე. ამ ყველაფერს ის ფაქტიც ემატება, რომ თავად ისლამსაც არ სურს ილიასთან ჩხუბი და მისი გუნდის წევრები თვლიან, რომ მან ჯერ ვინმე კონტენდერი უნდა დაამარცხოს, რათა ისლამთან ჩხუბი დაიმსახუროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.086133
სარეკლამო ადგილი - 99
X x X