ფეხბურთი

23:41 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილმა გააკეთა ის, რასაც ყოველთვის აკეთებს"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ „რასინგთან“ მატჩის (3:1) შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.

უფრო კონკრეტულად კი იმაზე, რომ ქართველმა „სპორტინგთან“ უკვე კონტრაქტი გააფორმა და ეს ხელს ხომ არ შეუშლის, რომ „ლევანტეში“ ბოლომდე მაქსიმალურად დაიხარჯოს. კალეროს ქოჩორაში ეჭვი არ ეპარება:

„რეალობა ისაა, რომ ქოჩორაშვილმა გააკეთა ის, რასაც ყოველთვის აკეთებს. ის დიდი პროფესიონალი და ძალიან კარგი ფეხბურთელია. უბრალოდ, ახლა ამ სიტუაციის გამო ყურადღება მასზეა გამახვილებული.

თვითონ მას ძალიან უნდა, რომ გუნდს ბოლომდე დაეხმაროს, ამაში ეჭვი არ ეპარება, რომ ეპარებოდეს, არ ითამაშებდა. ასეთ სიტუაციაში ბოლომდე უნდა დაიხარჯო, სხვაგვარად შეუძლებელია. მადლობას ვუხდი მას გუნდთან და გულშემატკივრებთან ასეთი მიდგომისთვის“, - აღნიშნა კალერომ.

გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მოგეხსენებათ, მან უკვე გააფორმა კონტრაქტი ლისაბონის „სპორტინგთან“, რომელსაც ივლისში შეუერთდება.

„ლევანტეს“ 62 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ცნობისთვის „რასინგი“ 59 ქულით მესამე სფეხურზეა. ხულიან კალეროს გუნდი მომდევნო ტურში 11 აპრილს, „კორდობას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.057404