ფეხბურთი

22:10 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" სერია A-ში ზედიზედ მესამე თამაში წააგო და გოლიც ვეღარ გააქვს

ბერგამოს „ატალანტა“, რომელიც ერთ დროს სკუდეტოსთვის მებრძოლი იყო, კრიზისშია და სერია A-ში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.

ჯანპიერო გასპერინის გუნდმა ერთი თვის წინ ტურინში „იუვენტუსს“ 4:0 რომ მოუგო, სკუდეტოზე ლაპარაკი დაიწყეს, მაგრამ მას შემდეგ „ატალანტამ“ ქულა ვერ მოიპოვა - მეტიც, გოლიც ვერ გაიტანა: „ინტერთან“ 0:2, „ფიორენტინასთან“ 0:1 და ახლა შინ „ლაციოსთან“ 0:1.

მეორე ტაიმის სტარტზე გუსტავ ისაკსენმა გადაწყვიტა ამ მატჩის ბედი და „ლაციომ“ 2 მარტის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

შედეგად, „ატალანტას“ 58 ქულა აქვს და ჯერ მესამე ადგილზეა, მაგრამ კონკურენტები იქვე ჰყავს: „ლაციო“ 55 ქულით, „ბოლონია“ 56 ქულით, „იუვენტუსი“ 55 ქულით, „რომა“ და „ფიორენტინა“ 52-52 ქულით. თანაც, „იუვეს“, „რომას“ და „ბოლონიას“ ამ ტურში სათამაშო აქვთ.

„ატალანტას“ კრიზისის კიდევ ერთი მაჩვენებელი: ბოლო 7 საშინაო მატჩი არ მოუგია - 4 ფრე, 3 წაგება. ბოლოს შინ 22 დეკემბერს, „ემპოლისთან“ მოიგო (3:2).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065376