ფეხბურთი

21:00 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კახურ დერბიში "თელავმა" მოიგო

საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტური კახური დერბით დასრულდა, რომელშიც „თელავმა“ „გარეჯი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა.

მატჩის ბედი ჯადული იობაშვილმა გადაწყვიტა, რომელმაც მე-80 წუთზე გაიტანა ერთადერთი გოლი და ვალერი გაგუას გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულები მოაპოვებინა.

„თელავი“ 10 ქულით მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „გარეჯის“ მონაგარი 4 ქულაა და მეშვიდე პოზიციაა, წინ კი, „გაგრასთან“ მატჩი ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071385