ფეხბურთი

19:40 | 6.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" მარცხი პრემიერლიგაში, "საუთჰემპტონი" უკვე გავარდა

„ევერტონთან“ „არსენალის“ ფრით „ლივერპულმა“ ვერ ისარგებლა და უპირატესობის გაზრდის ნაცვლად, ისე გამოვიდა, რომ შემცირდა.

არნე სლოტის გუნდი, რომელიც ბოლო დროს არც ისე დამაჯერებელია, ლონდონში, „ფულემთან“ 2:3 დამარცხდა. ალექსის მაკალისტერის გოლით „წითლები“ სწრაფად დაწინაურდნენ, მაგრამ სწრაფადვე, 14-წუთიან ინტერვალში სამი გოლი გაუშვეს და პირველივე ტაიმში ჩამორჩნენ. მეორე ნახევარში ლუის დიასმა შეამცირა სხვაობა, თუმცა ეს იყო მაქსიმუმი - 2:3.

მარცხის მიუხედავად „ლივერპულის“ უპირატესობა დიდია - 11 ქულა. სლოტის გუნდს მომდევნო ტურში „ვესტ ჰემის“ მასპინძლობა მოუწევს. „ფულემი“ 48 ქულით მერვეა და ევროზონაში შესასვლელად იბრძვის.

ქულები დაკარგა „ჩელსიმ“, რომელიც „ბრენტფორთან“ უგოლო ფრეს (0:0) დასჯერდა. ენცო მარესკას გუნდი 53 ქულით მეოთხეა. „ტოტენჰემმა“ ღრმა აუტსაიდერი „საუთჰემპტონი“ 3:1 დაამარცხა და მე-13 ადგილზე აინაცვლა. სხვათა შორის, დღეს „საუთჰემპტონი“ ოფიციალურად გავარდა, რადგან სულ რაღაც 10 ქულა აქვს და დარჩენილ 7 ტურში გასავარდნ ზონას თავს ვერ დააღწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062914
სარეკლამო ადგილი - 99
X x X