ფეხბურთი

23:50 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

კორბერანი: "როდესაც "რეალმა" გვაჯობა, გამოჩნდა გიორგი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო"

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ყველაზე მეტად ბედნიერი ფანების გამოა, რომლებიც ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ:

„ეს დიდი ძალისხმევის ნაყოფია, ამ შედეგის მისაღებად ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთო, თუმცა ჩვენ ყველაფერი იდეალურად არ გაგვიკეთებია. როდესაც მადრიდელებმა გვაჯობეს, გამოჩნდა გიორგი, რომელიც თამაშის ერთ-ერთი მთავარი პირი იყო. თავგანწირვით ვითამაშეთ, რაც უფრო გვიტევდა „რეალი“, გამარჯვების უფრო მჯეროდა.

ყველაზე მეტად ფანების გამო მიხარია, რომლებმაც ბევრი რამ განიცადეს, მათ წინაშე ვალში ვიყავით, რადგან ყოველთვის მხარს გვიჭერენ. დიდ გუნდებთან ცუდი შედეგები გვქონდა და გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ჩვენთვის ასეთი მატჩები მნიშვნელოვანია.

შედეგით და ბიჭების მუშაობით კმაყოფილი ვარ. ძლიერი ხასიათი გამოვავლინეთ, ასეთ ატმოსფეროში გამარჯვებისთვის ძლიერი ხასიათია საჭირო და კონცენტრაცია, რადგან ნახევარი წამითაც ვერ მოეშვები“, - თქვა კორბერანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან 8 დარტყმა მოიგერია, მათ შორის - პენალტიც. „ვალენსია“ ბოლო ხუთ ტურში დაუმარცხებელია (3 მოგება, 2 ფრე), 34 ქულა დააგროვა და მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 11 აპრილს, „სევილიასთან“ შინ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.078156
სარეკლამო ადგილი - 99
X x X