ფეხბურთი

19:04 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის საგოლე პასი სერია B-ში (+VIDEO)

იტალიის სერია B-ს 32-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „კოზენცას“ დაუზავდა, ქართველმა ფეხბურთელმა კი, საგოლე პასი მიითვალა.

38-ე წუთზე გიორგის პასით გოლი ებრიმ დარბომ გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1). „ფროზინონე“ ორჯერ აგებდა, მაგრამ ქულა მაინც მოიპოვა - 2:2. ქართველი შემტევი მოედანზე შეუცვლელად იყო.

22 წლის გიორგი კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მხოლოდ 9-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„ფროზინონე“ 32 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 13 აპრილს, სტუმრად „ჩეზენასთან“ გამართავს.

0.062978