ფეხბურთი

13:19 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: თომას მიულერი სეზონის ბოლოს "ბაიერნს" დატოვებს

მიუნხენის „ბაიერნს“ სეზონის ბოლოს თომას მიულერი დატოვებს. ინფორმაცია, რომელიც ბოლო დღეებში ვრცელდებოდა, ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.

ფეხბურთელმა ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა და „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდმაც ყველაფერი დაადასტურა. გერმანელისთვის ეს სეზონი მიუნხენურ გრანდში ბოლო იქნება.

თომას მიულერი „ბაიერნში“ 2009 წლიდან თამაშობს და დღემდე 742 მატჩში 247 გოლი გაიტანა, 273 საგოლე პასი გააკეთა, 12-ჯერ ბუნდესლიგა მოიგო, 6-ჯერ გერმანიის თასი, 8-ჯერ გერმანიის სუპერთას, ხოლო ორ-ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. „ბაიერნის“ ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი სწორედ მას აქვს ჩატარებული.

ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას მიულერი, ევროპაში თუ MLS-ში, არ გამორიცხავენ, რომ სულაც კარიერა დაასრულოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061591
სარეკლამო ადგილი - 99
X x X