უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი შევჩენკოს უეფას აღმასრულებელ კომიტეტში გაწევრიანება სურდა, მაგრამ უეფას კონგრესზე მან საკმარისი ხმები ვერ მიიღო.
შევჩენკომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და პირდაპირ თქვა, რომ უეფას გადაწყვეტილება პოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული:
„პირველ რიგში, მადლობა რეგიონალურ ფედერაციას, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს უეფას აღმასრულებელ კომიტეტში ჩემი წარდგენისთვის. ასევე მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოსთვის ამ ორი თვის განმავლობაში და ეროვნულ ასოციაციებს შესაძლებლობებისთვის, რომ თითქმის ყველა მათგანს შევხვედროდი ან გავსაუბრებოდი. ძლიერი მხარდაჭერა მივიღე, რომ აღმასრულებელ კომიტეტში შევსულიყავი.
მთელი ჩემი ცხოვრებისა და კარიერის განმავლობაში ერთ პრინციპს ვიცავდი: სპორტულს. მჯერა სამართლიანი, ღია და გამჭვირვალე კონკურენციის. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში მკაფიო სიგნალები მივიღეთ, რომ პოლიტიკური ფაქტორების გამო უკრაინა და პირადად მე, უეფას ლიდერშიპში არ ვჭირდებით. ეს შეშფოთება დაადასტურა იმან, რაც თავად კონგრესის დროს მოხდა. ამის გათვალისწინებით მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება იმ ეროვნული ასოციაციების მიმართ, რომლებმაც ხმა მოგვცეს მე და უკრაინას, რადგან ეს ხმა არ იყო, როგორც უბრალოდ კანდიდატის, არამედ ეს იყო მხარდაჭერა მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ პოზიციას არ შევიცვლით. გავაგრძელებთ რეფორმებს უკრაინულ ფეხბურთში“, - თქვა შევჩენკომ.