ფეხბურთი

12:07 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" "ინტერთან" მატჩის წინ ჯამალ მუსიალაც გამოაკლდა

მიუნხენის „ბაიერნში“ ტრავმების ეპიდემიაა. ვენსან კომპანის გუნდს ძალიან ბევრი ფეხბურთელი აკლია, განსაკუთრებით, მცველები და ახლა ჯამალ მუსიალაც დაუშავდა.

გერმანელმა ფეხბურთელმა „აუგსბურგთან“ შეხვედრაში ბარძაყის დაზიანება მიიღო და მეორე ტაიმის დასაწყისში მოედანი დატოვა. ზუსტად რა დრო გაუცდება ჯერ უცნობია, მაგრამ მცირე ხნით უქმობა არ მოუწევს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ინტერთან“ მოედანზე ნამდვილად ვერ გავა.

„სამწუხაროდ, მუსიალას ტრავმა კარგად არ გამოიყურება. „ინტერთან“ მატჩს აუცილებლად გამოტოვებს“, - თქვა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა.

მიმდინარე სეზონში ჯამალ მუსიალამ ყველა ტურნირზე 39 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა. მუსიალას გარდა, „ბაიერნის“ ლაზარეთში მანუელ ნოიერი, ალფონსო დევისი, დაიო უპამეკანო, ჰიროკი იტო, ლეონ გორეცკა, ალეკსანდარ პავლოვიჩი და კინგსლი კომანი არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126562