ფეხბურთი

0:59 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ქამბექი "აუგსბურგთან" და +9 "ლევერკუზენთან"

გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტური „აუგსბურგისა“ და „ბაიერნის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც სტუმრებმა მოიგეს.

ვენსან კომპანის გუნდში ტრავმების ეპიდემიაა, მაგრამ ამის მიუხედავად მნიშვნელოვანი სამი ქულა მაინც მოიპოვა. არადა, 30-ე წუთზე იანულისის დიდებული გოლით „აუგსბურგი“ დაწინაურდა, თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს ჯამალ მუსიალამ გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში ჰარი კეინმა წინ გაიყვანა თანაგუნდელები. ბოლოსკენ მაციმას ავტოგოლიც იყო და სტუმრებმა 3:1 გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ტრავმა მიიღო ჯამალ მუსიალამ, რაც „ინტერთან“ მატჩის წინ დიდი დანაკლისია.

„ბაიერნი“ 68 ქულით ლიდერობს ბუნდესლიგას და 9 ქულით უსწრებს „ლევერკუზენს“, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06416
სარეკლამო ადგილი - 99
X x X