ფეხბურთი

21:49 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთან დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურში მალტას უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

სტუმრებმა პირველ ტაიმში უპირატესობა მოიპოვეს და სამი გოლი გაუტანეს ქართველებს. მეორე ნახევარში ირის ანტმანის გუნდმა ორი ბურთი გაქვითა, გოლები თეონა ბაქრაძის და ნათია დანელიას აქტივშია, მაგრამ მეტისთვის დრო აღარ ეყო და წააგო - 2:3.

შედეგად, სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა, მომდევო მატჩის კი, 8 აპრილს, ისევ მალტასთან გამართავს, ოღონდ სტუმრად.

0.114869