ფეხბურთი

20:40 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ "რეალის" ფეხბურთელების სასჯელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელების, ანტონიო რიუდიგერის, კილიან მბაპეს, დანი სებალიოსისა და ვინისიუსის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ოთხივე ფეხბურთელი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, შესაბამისად, „არსენალთან“ თამაშის უფლება აქვთ. სამაგიეროდ, ფინანსურ სასჯელს ნაწილმა თავი ვერ აარიდა.

რიუდიგერი 40 000 ევროს ოდენობით დააჯარიმეს, ხოლო მბაპე 30 000 ევროთი, გარდა ამისა, მათ ერთმატჩიანი პირობითი დისკვალიფიკაცია მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქმედების გამეორების შემთხვევაში დაისჯებიან. დანი სებალიოსს 20 000 ევროს გადახდა დაეკისრა, ხოლო ვინისიუსს ფულადი სანქციაც არ დაუწესეს.

ფეხბურთელებს უეფა მადრიდის „ატლეტიკოს“ გულშემატკივრების შეურაცხყოფასა და გამოწვევაში ედავებოდა, როდესაც „რეალმა“ თანაქალაქელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დაამარცხა.

საბოლოოდ, ფეხბურთელები დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ, რაც „რეალისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.066909
სარეკლამო ადგილი - 99
X x X