ფეხბურთი

19:40 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" დირექტორი მიულერზე: "ზოგჯერ უნდა გესმოდეს, რომ რაღაც შეიძლება დასრულდეს"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა კომენტარი გააკეთა თომას მიულერის მომავალზე.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, 35 წლის გერმანელს კლუბის დატოვება ზაფხულში მოუწევს, რაზეც „რეკორდმაისტერის“ დირექტორმა შემდეგნაირად ისაუბრა:

„თომასზე აქ არ ვისაუბრებ, მას ვესაუბრებით და როგორც კი გადაწყვეტილება მიიღება, გამოცხადდება და შემდეგ განვმარტავთ. ახლა არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი. ამ საკითხზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრებთ, როცა მოლაპარაკებები დასრულდება.

ჩვენ არ ვსაუბრობთ ვიღაც ფეხბურთელზე, არამედ თომას მიულერზე, განსაკუთრებულ პიროვნებასა და „ბაიერნის“ ისტორიაში დიდ ჩემპიონატზე. ჩემს კარიერაში მყავდა ფეხბურთელები, რომლებმაც შექმნეს საოცარი ეპოქები კლუბებში და ზოგჯერ უნდა გესმოდეს, რომ შესაძლოა, რაღაც მომენტში ეს დასრულდეს. ჩვენ ამას გავაკეთებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც დრო მოვა“, - თქვა ებერლმა.

შეგახსენებთ, რომ თომას მიულერს მთელი კარიერა „ბაიერნში“ აქვს გატარებული, რომლის რიგებში დღემდე 742 მატჩში 247 გოლი გაიტანა. მას კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.073787