იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერის დასრულება არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის შემდეგ არსად უმუშავია.
როგორც მან თქვა, მისთვის მისაღები უფრო ისევ სანაკრებო ფეხბურთში მუშაობა იქნება, ვიდრე საკლუბოში.
„იმის თქმა შემიძლია, რომ არ მინდა სამწვრთნელო კარიერის ახლა დასრულება და თუ საინტერესო შეთავაზება მექნება, პერსპექტიული, გავითვალისწინებ. ყოველთვის სანაკრებო ფეხბურთთან ვიყავი ასოცირებული, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებში ვმუშაობდი, გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის სწორედ ნაკრებში მუშაობა ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, რადგან დიდი ხანია კლუბში არ მიმუშავია.
ნახევარფინალში ან ფინალში განიცდი იმ მღელვარებას და დაძაბულობას, რომელიც აკლია მაგალითად, ბუნდესლიგის მატჩს. ეს რაღაც უნიკალურია მწვრთნელისთვის“, - თქვა ლიოვმა.
შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს 2006-2021 წლებში ხელმძღვანელობდა, მანამდე ორი წელი იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო. თუმცა, 2004 წლამდე საკლუბო დონეზე მუშაობდა „შტუტგარტის“, „ფენერბაჰჩეს“, „კარლსრუეს“, „ადანასპორის“, „ტიროლისა“ და „აუსტრის“ მწვრთნელად.