ფეხბურთი

18:34 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სენტ ეტიენს" "მონპელიესთან" შეწყვეტილ მატჩში მოგება ჩაუთვალეს

„სენტ ეტიენს“, რომლის რიგებში ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, „მონპელიესთან“ 64-ე წუთზე შეწყვიტილ მატჩში მოგება ჩაუთვალეს.

„სენტ ეტიენი“ იმ მატჩს იგებდა (2:0), როდესაც „მონპელიეს“ ფანებმა არეულობა მოაწყვეს, რამაც თამაშის შეწყვეტა გამოიწვია. ამიტომაც, ლიგა 1-ის ხელმძღვანელობამ გამარჯვება „მწვანეებს“ მიანიჭა.

„არასდროს არ არის კარგი, როცა მსგავსი რამ ხდება. მაგრამ კარგია პასუხის გაცემა. ჩვენ ვაკონტროლებდით ამ მატჩს და გვინდოდა ბოლომდე მივსულიყავით. გადაწყვეტილება მატჩის შეწყვეტა იყო და ახლა ეს სამი ქულა გვაქვს, რასაც ვიმსახურებთ. ვფიქრობ, ეს საკმაოდ სამართლიანია და კარგია, რადგან ჩვენ გვჭირდება ეს ქულები, რომელიც დადებითად აისახება ჩვენს მენტალურ სიტუაციაზე, საშუალებას გვაძლევს გზაზე დავბრუნდეთ და ვარჯიშებზეც დადებითი ეფექტი მოიტანა. ბოლო 7 მატჩში ბრძოლა მოგვიწევს“, - თქვა „სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა.

„სენტ ეტიენს“ ახლა 23 ქულა აქვს და ჯერ ისევ გასავარდნ ზონაშია, მე-17 ადგილზე, მაგრამ კონკურენტებთან ჩამორჩენა შეამცირა. დავითაშვილის გუნდი უახლოეს მატჩს 6 აპრილს, სტუმრად „ლანსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063195
სარეკლამო ადგილი - 99
X x X