ფეხბურთი

14:59 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გულიაშვილის დაბრუნების სავარაუდო დრო ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სარაევოს" ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა დაზიანება ბოსნია-ჰერცეგოვინის თასის ნახევარფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში "ბორაც ბანია ლუკას" (0:1)წინააღმდეგ მიიღო და მოედნის დატოვება 38-ე წუთზე მოუწია.

როგორც ბოსნიური გამოცემა Faktor-ი იუწყება, გულიაშვილს ზურგის მცირე დაზიანება აღენიშნება, რის გამოც "სარაევოს" მომდევნო ორ მატჩში: "გოსკთან და ზრინსკთან ვერ დაეხმარება. წყაროს ცნობით გიორგის დაბრუნება 15 აპრილს თარიღდება, როდესაც "სარაევო" თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას "ბორაც ბანია ლუკას" წინააღმდეგ გამართავს.

გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 16 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარს 3 გოლით უსწრებს. 23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 გოლი აქვს გატანილი - 16 ჩემპიონატში, 4 თასზე და 1 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063936