სხვა

12:59 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

შონ ო'მალიმ მერაბთან შეხვედრა გაიხსენა: "კიდევ კარგი, დოლიძეს ჩვენი ცემის სურვილი არ ჰქონდა"

როგორც უკვე ოფიციალურად დადასტურდა, 7 ივნისს მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს შონ ო'მალისთან დაიცავს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ამერიკელმა მებრძოლმა გააკეთა და მერაბ დვალიშვილთან UFC PI-ში შეხვედრაც გაიხსენა.

"რემატჩით ძალიან აღფრთოვანებული ვარ, ახლა ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან ჩემი ორგანიზმი ასეთ კარგ ფორმაში 2022 წლის შემდეგ არ ყოფილა."

"მერაბი ძალიან კარგი და ხუმარა ბიჭია, მას UFC PI-ში შევხდი, ეს სახალისო იყო. მასთან ერთად რომან დოლიძეც იმყოფებოდა, რომელიც ძალიან დიდია და კიდევ კარგი, რომ მას ჩვენი ცემის სურვილი არ ჰქონდა. იმ დროს ჩემს გვერდით ის ადამიანები მყავდნენ, რომლებთან ერთად ვიდეოთამაშებს ვთამაშობ და ჩხუბის შემთხვევაში ისინი უნდა დამხმარებოდნენ." - განაცხადა ო'მალიმ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი სწორედ შონ ო'მალის დამარცხების შემდეგ დაისაკუთრა, შემდეგ კი, იყო უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც ქართველმა "მანქანამ" მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

0.064627