ფეხბურთი

1:28 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ადრიენ რაბიოს შეურაცხყოფის გამო პსჟ დაისაჯა

„პარი სენ-ჟერმენი“ „მარსელის“ ფეხბურთელის ადრიენ რაბიოსა და დედამისის შეურაცხყოფის გამო დასაჯეს.

პსჟ-ს ფან-სექტორი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და შესაბამისად, პარიზული კლუბი 16 აპრილს, „ლე ავრთან“ საშინაო მატჩს ყველაზე მხურვალე ფანების გარეშე ჩაატარებს.

საქმე ისაა, რომ 16 მარტს, „მარსელთან“ მატჩში ისინი რაბიოს და დედამისს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე გამოფინეს შეურაცხმყოფელი ბანერებიც. სასჯელის მიზეზიც ეს გახდა.

შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო პსჟ-ში თამაშობდა, მაგრამ კლუბს კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა და 2019 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით „იუვენტუსში“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113719
სარეკლამო ადგილი - 99
X x X