ფეხბურთი

23:48 | 3.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანზორ მექვაბიშვილის საგოლე პასი და გოლი პენალტების სერიაში რუმინეთის თასზე (+VIDEO)

რუმინეთის თასის მეოთხედფინალში ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ „კლუჟთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა, მაგრამ ქართველს კარგი თამაში ჰქონდა.

მან საგოლე პასი მიითვალა და თერთმეტმეტრიანების სერიაშიც ზუსტად დაარტყა. 50-ე წუთზე სტეფან ბაიარამმა დიდებული გოლით „კრაიოვა“ დააწინაურა. ასისტი მექვაბიშვილის აქტივშია. „კლუჟმა“ 10 წუთში გაათანაბრა და მერე არაფერი შეცვლილა, არც ძირითად და არც დამატებით დროში.

პენალტების სერია „კრაიოვამ“ 3:5 წააგო, მაგრამ მექვაბიშვილმა, რომელმაც თანაგუნდელთა შორის პენალტი პირველმა დაარტყა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

ანზორ მექვაბიშვილს „კრაიოვას“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069827