ფეხბურთი

19:10 | 3.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალს" გაბრიელი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა

ლონდონის „არსენალს“ გაბრიელ მაგალაეში სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.

ბრაზილიელმა მცველმა ტრავმა „ფულჰემთან“ მატჩში მიიღო და როგორც გაირკვა, ოპერაცია სჭირდება. ის გუნდს მხოლოდ მომდევნო სეზონის წინ დაუბრუნდება.

27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12207