შარშანდელის მსგავსად "შავი ლომი" 2025 წლის გაზაფხულზე ბრიტანულ ტურნეზე გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ თამაშს გამართავს.
რიჩარდ ქოქრილის შეგირდები შოტლანდიაში მაისში ჩავლენ და ძალებს გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის მონაწილე ორივე ადგილობრივ ფრენჩაიზთან - "ედინბურგ A-სთან" და "გლაზგო ვორიორსთან" მოსინჯავენ.
"ედინბურგი A" 54 წლის ინგლისელი სპეციალისტის - შავი ლომის მთავარი მწვრთნელის რიჩარდ ქოქრილის ყოფილი გუნდია. იქ ის მთავარი მწვრთნელის პოსტს 4 წლის განმავლობაში იკავებდა (2017-2021). შარშან "შავმა ლომმა" ედინბურგში ერთკვირიანი შეკრება გაიარა, მასპინძლებთან მართვადი თამაში გამართა, რის შემდეგაც ინგლისში გადაინაცვლა და "ლესთერ თაიგერსს" შეერკინა.
წელს ჩვენი გუნდი ჯერ „ედინბურგ A-ს“ ეთამაშება, 22 მაისს კი მეორე შოტლანდიურ ფრენჩაიზს, "გლაზგოს" შეხვდება.
შეგახსენებთ, "ედინბურგ A-ს" წელს ჩელენჯ თასზეც ვეთამაშეთ და მეტოქემ საკუთარ მოედანზე 36:15 გაიმარჯვა.
"ედინბურგსა და გლაზგოში სტუმრობა შესანიშნავი შესაძლებლობაა გავაგრძელოთ შავი ლომის განვითარება და ასეთი მნიშვნელოვანი სათამაშო დრო დავიმატით ჩვენი მოთამაშეებისთვის გამოსაცდელად ზაფხულის ტესტებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვითამაშოთ URC-ში მომავალში და მსგავსი გამოცდილების მიღება კარგია ჩვენთვის, რომ ვისწავლოთ და გავიგოთ, სად ვართ და რა შეგვიძლია. შოტლანდია შესანიშნავი ადგილია მოულოდნელად ველი ამ ტურში გამგზავრებას." - რიჩარდ ქოქრილი.
RUGBY.GE