მარტის სანაკრებო მატჩების შემდეგ ფიფამ რეიტინგი განაახლა. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველომ ორივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო (3:0, 6:1), ფიფას რეიტინგში პოზიცია უცვლელია.
ვილი სანიოლის გუნდს 10.84 ქულა შეემატა რეიტინგში, მაგრამ 68-ე ადგილზე დარჩა.
...66. ალბანეთი - 1375.95 ქულა
67. ჩრდ. მაკედონია - 1375.58
68. საქართველო - 1373.05
69. ფინეთი - 1359.79
70. ბოსნია - 1350.85
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების მდგომარეობა რეიტინგში ასეთია: ესპანეთის ნაკრები მეორე საფეხურზეა და მხოლოდ არგენტინას ჩამორჩება, თურქეთი 27-ე ადგილს იკავებს, ხოლო ბულგარეთის ნაკრები 85-ე პოზიციაზეა.
ფიფას რეიტინგს ისევ არგენტინის ნაკრები ლიდერობს. ესპანეთმა და საფრანგეთმა ადგილები გაცვალეს: ახლა „ფურია როხაა“ მეორე საფეხურზე. იგივე ითქმის ნიდერლანდებსა და პორტუგალიაზე, რომლებმაც ადგილები გაცვალეს. ათეულში სხვა ცვლილება არ მომხდარა.
1. არგენტინა - 1886.16 ქულა
2. ესპანეთი - 1854.64
3. საფრანგეთი - 1852.71
4. ინგლისი - 1819.2
5. ბრაზილია - 1776.03
6. ნიდერლანდები - 1752.44
7. პორტუგალია - 1750.08
8. ბელგია - 1735.75
9. იტალია - 1718.31
10. გერმანია - 1716.98
ფიფა სანაკრებო რეიტინგს 10 ივლისს განაახლებს.