„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა, ახლა კი ფეხბურთის ექსპერტმა გარი ნევილმა შეაქო „ლივერპულის“ თამაში და შედეგები ინგლისური პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში.
„შოკირებული ვარ იმით, თუ სად არის „ლივერპული". არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავწეროთ ისტორია და ვთქვათ, თითქოს „ლივერპული“ შერეულ სეზონს ატარებს ლიგის თასის ფინალში დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო. არა, ისინი წარმოუდგენლები არიან", - ციტირებს ნევილის სიტყვებს ბრიტანულ ონლაინ გამოცემა Daily Mail.
„ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილის სათავეშია. არნე სლოტის გუნდს 30 მატჩიდან 73 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „არსენალს“ 12 ქულით უსწრებს.