„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ დაასახელა მიზეზი, რის გამოც გუნდის ვარსკვლავურმა ნახევარმცველმა კოულ პალმერმა ვერ შეძლო ინგლისის ნაკრებში თამაში საერთაშორისო შესვენების დროს.
„არსენალთა“ მატჩის წინა დღით მას კუნთების პრობლემა შეექმნა, რომელიც დიდ დისკომფორტს არ უქმნიდა, მაგრამ ფაქტია, ვერც „არსენალთან" ითამაშა და ვერც ეროვნულ გუნდს დაეხმარა.
ყოველთვის ვამბობთ, რომ ნაკრებში თამაში ფეხბურთელებისთვის დიდი სტიმულია. თუმცა რამდეიმე დღე დასვენება არც კოულითვის და არც სხვებისთვის ცუდი არ არის,“ - ციტირებს მარესკას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 14 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.