გერმანიის თასის ნახევარფინალურ მატჩში „შტუტგარტმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
უკვე მე-5 წუთზე მასპინძელთა საყრდენმა ნახევარმცველმა, ანგელო შტილერმა გახსნა ანგარიში. 57-ზე შემტევმა ნახევარმცველმა ნიკ ვოლტემედმა გააორმაგა თავისი გუნდის უპირატესობა. 62-ე წუთზე სტუმართა შემტევმა, ბენიამინ შეშკომ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა. 73-ზე კი „შტუტგარტის“ გარემარბმა ჯეიმი ლეველინგმა თავისი გუნდის მესამე გოლი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.
გერმანიის თასის ფინალური მატჩი 24 მაისს გაიმართება. თამაში ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩატარდება და მასში „შტუტგარტი“ გერმანიის მესამე ლიგის კლუბ „არმინიას“ შეხვდება.