საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „რეიმსმა“ მეოთხელიგელი „კანი“ 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც პსჟ-ს მეტოქე იქნება.
პირველ ტაიმში „რეიმსი“ ჰაფიზ იბრაჰიმის გოლით დაწინაურდა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა ჩეიხ ნდოიეს გოლით გაათანაბრეს, მაგრამ მალევე ტედი ტეუმამ „რეიმსს“ მოაგებინა.
მიმდინარე სეზონში პსჟ-ს „რეიმსი“ არ დაუმარცხებია, ლიგა 1-ში ორივე მატჩი 1:1 დასრულდა. სწორედ, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგა პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი, როდესაც საგოლე პასიც მიითვალა.
საფრანგეთის თასის ფინალი 24 მაისს გაიმართება.