ფეხბურთი

0:28 | 3.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიომ "გალათასარაის" მწვრთნელთან იჩხუბა (+VIDEO)

თურქეთის თასის მეოთხედფინალში „ფენერბაჰჩე“ – „გალათასარაის“ მატჩი გაიმართა, რომელსაც ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.

ორივე გუნდის ფეხბურთელებსა და სათადარიგო სკამებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, მაგრამ ყველაზე მეტად ყურადღება ჟოზე მოურინიომ მიიქცია: „ფენერბაჰჩეს“ მწვრთნელმა „გალათასარაის“ მთავარ მწვრთნელ ოკან ბურუკს ცხვირში მოქაჩა, რის შემდგომაც, თურქი სპეციალისტი წაიქცა. ცხადია, სიტუაცია ამან კიდევ უფრო გაამწვავა.

რაც შეეხება მატჩს, „გალათასარაიმ“ ვიქტორ ოსიმენის დუბლის წყალობით 2:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.070296
სარეკლამო ადგილი - 99
X x X