დენვერის Ball Arena-ზე გამართული მატჩი კალათბურთის მოყვარულებს კიდევ დიდი ხანი ემახსოვრებათ. „ნაგეთსისა“ და „ტიმბერვულვზის“ შეხვედრაში გამარჯვებული 2 ოვერტაიმის შემდეგ გამოვლინდა.
ძირითადი დრო 112-112 დასრულდა, მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი ნიკილ ალექსანდერ-უოკერმა საჯარიმო ზუსტად ჩააგდო და „მინესოტამ“ 140-139 გაიმარჯვა.
მარცხის მიუხედავად, ფენომენალური მატჩი ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა 53 წუთში სეზონის სარეკორდო 61 ქული დააგროვა, გარდა ამისა, 10 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი შეასრულა.
61 ქულა მისი კარიერის რეკორდიცაა. აქამდე სერბის კარიერის ყველაზე შედეგიანი მატჩი 56-ქულიანი იყო, რომელიც ასევე წააგო.