სხვა

14:44 | 2.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

UFC-ის კომენტატორი: "არც თოფურია და არც ოლივეირა, მახაჩევის შემდეგი მეტოქე ეს მებრძოლი უნდა იყოს"

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად კომენტატორმა მაიკლ ბისპინგმა საკუთარ YouTube ბოდკასტში ისლამ მახაჩევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით ისლამის შემდეგი მეტოქე არც თოფურია და არც ჩარლზ ოლივეირა არ უნდა იყვნენ.

"მსუბუქ დივიზიონის ნომერ პირველი კონტენდერი არმან ცარუკიანია, თუმცა მას სატიტულო ბრძოლას არავინ მისცემს, რადგან დენა უაითის თქმით, მას ყველაფრის დამტკიცება თავიდან მოუწევს. რა მოხდება ახლა? ვფიქრობ საჩემპიონო ბრძოლას არც ჩარლზ ოლივერია და არც ილია თოფურია იმსახურებს, ეს უკანასკნელი ამ დივიზიონში ახლა ამოვიდა და ჯერ ვინმე კონტენდერი უნდა დაამარცხოს. აქედან გამომდინარე, ისლამისთვის უფრო საინტერესო ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლა იქნება, რომლისთვისაც ისლამთან დაპირისპირება ოლივეირასგან განსხვავებით პირველი იქნება. მგონია, რომ თუ ასე მოხდება და გეიჯის სატიტულო ბრძოლას მისცემენ, წინააღმდეგი არავინ იქნება." - განაცხადა ბისპინგმა.

გეტყვით, რომ ჯასტინ გეიჯიმ ბოლო ბრძოლა მარტში გამართა, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით რაფაელ ფიზიევი დაამარცხა.

0.07654