UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ The BOHNFIRE-ზე მაიკ ბონთან ისაუბრა, სადაც ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო ორთაბრძოლაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ამ ბრძოლის ჩანიშვნაზე დიდი გავლენას ხაბიბ ნურმაგომედოვი მოახდენს, რომელიც ილიასთან ბრძოლის წინააღმდეგია.
"ილია თოფურია აცხადებს, რომ UFC-ი საჩემპიონო ქამარს დაჰპირდა, ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი მქონდა ხაბიბ ნურმაგომედოვთან, მან თქვა, რომ უსამართლობა იქნება ილიასთვის პირდაპირ საჩემპიონო ქამარზე ბრძოლის მიცემა, მან ჯერ ვინმე კონტენდერი უნდა დაამარცხოს. ვფიქრობ, ისლამისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ ვის შეახვედრებენ, მაგრამ აქ დიდი როლს ითამაშებს ხაბიბის სიტყვა, რომელიც არ დაუშვებს ილიასთან ჩხუბის ჩანიშვნას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ მახაჩევის შემდეგი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება." - განაცხადა სეხუდომ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვე მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი საკუთარი ნებით დათმო და მსუბუქ დივიზიონში გადაინაცვლა. როგორც ქართველი მებრძოლი აცხადებს, UFC-ი მას საჩემპიონო ბრძოლას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ დაპირდა და ამ პირობის შესრულების იმედი აქვს.