NBA-ს მორიგი ტურის სათამაშო დღეს "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "მემფის გრიზლი" 134:125 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩაიწერა.
აღნიშნულ შეხვედრაში მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა სტეფ კარიმ, რომელიც ისტორიის წერას განაგრძობს. "ოქროს ბიჭუნამ" პარკეტზე გატარებულ 36 წუთში 52 ქულას, 10 მოხსნას, 8 შედეგიან გადაცემას, 5 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. სტეფმა 20-დან 12 სამქულიანის ჩაგდება მოახერხა. "გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა 50 ქულიანი მატჩების რაოდენობით ლებრონ ჯეიმსს გადაასწრო, კარიმ კარიერის განმავლობაში 15 შეხვედრაში უწია 50 ქულიან ნიშნულს.
"გოლდენ სტეიტი" 44 მოგებითა და 31 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი, 4 აპრილს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.