ფეხბურთი

0:45 | 2.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუკაიო საკა გოლით დაბრუნდა, "ნოტინგემი" ჩემპიონთა ლიგასთან ახლოსაა, "მანჩესტერი" ისევ დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგაში 30-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა და სამივე მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ლონდონურ დერბიში „არსენალმა“ „ფულჰემი“ 2:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში ანგარიში მიკელ მერინომ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში ბუკაიო საკამ შეაგდო, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და შესანიშნავადაც. მატჩის მიწურულს სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ მარცხს თავი ვერ დააღწიეს. „არსენალი" 61 ქულით მეორე ადგილზეა, 9 ქულით ჩამორჩება „ლივერპულს“, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ფულჰემი“ 45 ქულით მერვეა და ევროზონაში მოხვედრის ამბიცია აქვს.

ისევ დამარცხდა „მანჩესტერ იუნაიტედი“, ამჯერად „ნოტინგემთან“ გასვლაზე. მატჩის ბედი „წითელი ეშმაკების“ ყოფილმა ფეხბურთელმა ელანგამ თამაშის სტარტზევე გატანილი გოლით გადაწყვიტა. „ნოტინგემი“ 57 ქულით მესამეა და ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის საგზურთან, ხოლო „მანჩესტერი“ 37 ქულით მხოლოდ მე-13 საფეხურზეა.

კიდევ ერთ შეხვედრაში „ვულვზმა“ „ვესტ ჰემი“ 1:0 დაამარცხა და პრემიერლიგაში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ზოგადად, გასავარდნ ზონაში თითქმის ყველაფერი გარკვეულია: სასწაული უნდა მოხდეს, რომ „საუთჰემპტონი“, „ლესტერი“ და „იფსვიჩი“ არ გავარდნენ.

„არსენალი“ – „ფულჰემი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 მერინო (37), 2:0 საკა (73), 2:1 მუნისი (90)

„ვულვზი“ – „ვესტ ჰემი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ლარსენი (21)

„ნოტინგემი“ – „მანჩესტერი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ელანგა (5)

0.066368