საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი ტურის გადადებულ მატჩში გორის „დილამ“ „გარეჯი“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
22-ე წუთზე ანგარიში აბუბაკარ კონტემ გახსნა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე შოთა შეყილაძის გოლი მოჰყვა და უპირატესობა მასპინძლებმა ორამდე გაზარდეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თორნიკე ძებნიაურმა ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ სტუმრებმა ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
„დილა“ 10 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება, ხოლო „გარეჯს“ 4 ქულა აქვს და წინ „თელავთან“ მატჩი ელოდება.