„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მარჯვენა მცველისა და გუნდის ვიცე-კაპიტნის ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მომავალზე ისაუბრა. ინგლისელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის. მცველს „ლივერპულთან“ ამჟამინდელი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.
„სამწუხაროდ, ტრენტი ტრავმირებულია. მას გამოჯანმრთელება სჭირდება და ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ამაში. რაც შეეხება მის მომავალს, ეს სიტუაცია არ მაწუხებს. უკვე რვა-ცხრა თვეა გრძელდება და ამ დროის განმავლობაში გარკვეულწილად გუნდზე დადებითადაც იმოქმედა. ისევე, როგორც სხვა მოთამაშეებზე, რომლებსაც ამ ზაფხულს კონტრაქტები უმთავრდებათ.“ - ციტირებს ნიდერლანდელო სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail.