ფეხბურთი

14:57 | 1.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიულერს „ბაიერნში“ დარჩენა სურს, მაგრამ...

მიუნხენის „ბაიერნი“ არ გეგმავს კონტრაქტის გაგრძელებას 35 წლის ნახევარმცველ თომას მიულერთან. ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

წყაროს ცნობით, მიუნხენური კლუბი, სავარაუდოდ, სეზონის ბოლოს დაშორდება ნახევარმცველს, რომელიც „ბაიერნში“ 2000 წლიდან თამაშობს.

აღნიშნულია, რომ მიულერს კლუბში კარიერის გაგრძელება სურს, შესაძლოა, სხვა სტატუსითაც, მაგრამ, როგორც BILD და Kicker იუწყებიან, „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მას ახალ ხელშეკრულებას არ სთავაზობს. ოფიციალური ნაბიჯები უახლოეს კვირებში გადაიდგმება.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ნახევარმცველი „ბაიერნის“ რეკორდსმენია კლუბში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. ამ მაჩვენებლით გასულ სექტემბერში მან ლეგენდარულ მეკარე ზეპ მაიერს (709) გადაუსწრო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059557