კალათბურთი

23:57 | 31.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში და "ვირტუსის" გამარჯვება სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ 69:45 დაამარცხა.

სტუმრებმა მასპინძლებს კონკურენცია მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს, რომელიც 11:11 დასრულდა, შემდეგ ბოლონიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ.

თორნიკე შენგელიამ 26 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 10-დან 7 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო სამქულიანი და საჯარიმო არ უსვრია.

„ვირტუს ბოლონია“ 17 მოგებით და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 7 აპრილს, „ტრევიზოს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063966