ფეხბურთი

22:45 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის მშრალი კარი და "ვალენსიას" მნიშვნელოვანი გამარჯვება ლა ლიგაში (+VIDEO)

„ვალენსიამ“ ლა ლიგის 29-ე ტურში „მალიორკა“ 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ბედი დიეგო ლოპესმა გადაწყვიტა, რომელმაც კუნძულელებს 50-ე წუთზე გაუტანა ერთადერთი გოლი და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.

გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ორი მოგერიება მიითვალა და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად მეექვსედ შეინახა.

„ვალენსია“ 31 ქულით მე-15 ადგილამდე აღზევდა და გასავარდნ ზონას 4 ქულით მოსცილდა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „რეალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114415