ფეხბურთი

2:28 | 30.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალის" ქამბექი "ლეგანესთან" (+VIDEO)

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის 29-ე ტურში „ლეგანესს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

კარლო ანჩელოტის გუნდი 32-ე წუთზე კილიან მბაპეს პენალტით დაწინაურდა, მაგრამ ტაიმი მაინც გასავარდნ ზონაში მყოფმა „ლეგანესმა“ მოიგო. „სამეფო კლუბმა“ მეორე ტაიმში შეატრიალა თამაში: ჯერ ჯუდ ბელინგემმა გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი მბაპემ გაიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

„რეალს“ 63 ქულა აქვს, როგორც „ბარსელონას“, თუმცა ამ ტურში ჯერ კატალონიელებს არ უთამაშიათ. მომდევნო ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი 5 აპრილს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064229
სარეკლამო ადგილი - 99
X x X