ფეხბურთი

17:58 | 29.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ზარიას გოლი ყაზახეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ყაზახეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ალმატის „კაირატმა“ სტუმრად „ტურანი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო გიორგი ზარიამ გოლი გაიტანა.

ქართველმა შემტევმა თავი 30-ე წუთზე გამოიჩინა, როცა პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ზარიას მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

„კაირატი“ ყაზახეთის ჩემპიონატს 7 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 6 აპრილს, „ატირაუს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072612