სლოვაკეთის მეორე ლიგის მე-19 ტურში „ზლატე მორავცემ“ „მიკულასი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ერთი გოლი ლევან ნონიკაშვილმა გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის კარი 71-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. 29 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.
„ზლატე მორავცე“ 19 ტურის შემდეგ 37 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 აპრილს, „ვრაბლეს“ უმასპინძლებს.